აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აჭარაში ჯანდაცვის ახალი პროგრამა ამუშავდება, რომლის ფარგლებშიც უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაფინანსდება.
რიჟვაძის თქმით, ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ ამ მიმართულებისთვის დაახლოებით მილიონი ლარი გამოიყოფა.
„ახალი ბიუჯეტის დაგეგმარებისას გვაქვს ახალი ინიციატივები, რომლებიც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებს.
არაერთი მოქალაქე მოგვმართავდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ამ მიმართულებითაც უკვე ბიუჯეტის შემდეგი კორექტირების დროს გათვალისწინებული იქნება ნახევარ მილიონზე მეტი ლარი და ეს მოხმარდება ამ ადამიანების საჭიროებებს.
მომართვიანობის მიხედვით, მომავალ წლებში გავზრდით დაფინანსებას,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ პირები, რომელთაც შვილის ყოლის მიზნით ესაჭიროებათ რეპროდუქციული სამედიცინო დახმარების გაწევა. დაფინანსდებიან სხვადასხვა სოციალური კატეგორიის პირები.
“ბათუმელების” ინფორმაცია