აჭარის მონაცემებით, კოვიდ 19 უცხოელი ტურისტების 3-5% -ს დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე, განაცხადა.
მისი თქმით, აჭარაში ყველაზე მეტი ტურისტია და იქაც კი დაინფიცირების მაჩვენებელი 3-დან 5%-მდეა.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში დადასტურებულ შემთხვევებს შორის დაახლოებით 90% დელტა-შტამზე მოდის, რომელიც გადადების მაღალი ხარისხით ხასიათდება.