მთავარი » მსოფლიო » FutureBrand-ის რეიტინგი: Pfizer-ი 70-ე ადგილზეა, ახლად დაარსებული Celgene კი ათეულში შედის
FutureBrand-ის რეიტინგში, რომელიც სხვადასხვა ბრენდს საუკეთესო რეპუტაციის მიხედვით აფასებს, ფარმაცევტული ბიზნესი საკმაოდ საინტერესო პოზიციებით გვევლინება.

FutureBrand-ის რეიტინგი: Pfizer-ი 70-ე ადგილზეა, ახლად დაარსებული Celgene კი ათეულში შედის

FutureBrand-ის რეიტინგში, რომელიც სხვადასხვა ბრენდს საუკეთესო რეპუტაციის მიხედვით აფასებს, ფარმაცევტული ბიზნესი საკმაოდ საინტერესო პოზიციებით გვევლინება.

ბაზარზე გამოჩენილი ახალბედა კომპანიები რეიტინგის სათავეში არიან, გამოცდილებს კი როგორც ჩანს რეპუტაცია შეერყათ. 2015 წლის საუკეთესო რეპუტაციის მქონე ბრენდების ჩამონათვლში Gilead-ი მე-6 ადგილს იკავებს. მან გასულ წელთან შედარებით პოზიციები 13 პუნქტით გაიუმჯობესა. ბიოფარმაცევტული პროფილის Abbvie მე-5 ადგილზეა. ათეულში ასევე გვხვდება სულ ახლახანს დაარსებული Celgene. ის მე-9 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო რეპუტაციის მქონე ბრენდების ტოპ ასეულში 18 ფარმაცევტული კომპანია შედის. მათგან johnson&johnson-მა გასულ წელთან შედარებით 8 პუნქტით გაიუარესა პოზიციები, GlaxoSmithKline-მა 15 პუნქტით, Roche-მ 8 პუნქტით, Bayer-მა 24-ით, Pfizer-მა კი 39 პუნქტით და სიის 70-ე ადგილი დაიკავა.

FutureBrand-ის სიის პირველ ადგილს ისევდაისევ Google-ი იკავებს.

pharma.net.ua

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …