სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტისთვის გაწეული მომსახურების ცალკეულ შემთხვევების შესწავლა დაიწყო.
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმსრულებელი მდივნის, არჩილ მორჩილაძის თქმით, გაერთიანებაში უკვე შევიდა განსახილველად სახელმწიფოსა და კლინიკებს შორის სადავო შემთხვევები.
“აუცილებელია ასეთი შემთხვევების კლინიკური კუთხით შესწავლა, რათა არ მოხდეს სამედიცინო დაწესებულებებისთვის თანხების მექანიკური შეკვეცა, რაც საბოლოოდ სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხზე აისახება”, – აცხადებენ ასოციაციაში.