მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ფიქრია ჩიხრაძე – საყოველთაო დაზღვევა სრულად ვერ ფარავს პაციენტის საჭიროებებს
ჩიხრაძე ჯანდაცვის კუთხით ყველაზე წარმატებული პროექტად C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ასახელებს. ეს არის პროგრამა, რომელიც ავადმყოფს შუა გზაზე არ ტოვებს.

ფიქრია ჩიხრაძე – საყოველთაო დაზღვევა სრულად ვერ ფარავს პაციენტის საჭიროებებს

ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და jandacva.ge-ის გამოკითხვას გლობალური ალიანსის და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის ,,რა გაწუხებთ“ პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე შეუერთდა.

მისი განცხადებით, საყოველთაო დაზღვევა სრულად ვერ ფარავს პაციენტის საჭიროებებს. აუცილებელია მოხდეს დაზღვევის ფარგლებში სრული დიაგნოსტირება სრულყოფილი მკურნალობისთვის.

ჩიხრაძე ჯანდაცვის კუთხით ყველაზე წარმატებული პროექტად ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ასახელებს. მისი თქმით, ეს არის პროგრამა, რომელიც ავადმყოფს შუა გზაზე არ ტოვებს.

გლობალური ალიანსისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი სოციალური კამპანია 22 იანვრიდან დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის გამოკითხვას ჯანდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებით. სოციალური კამპანიის მიზანია ზუსტად განისაზღვროს მოსახლეობის სურვილები და მოლოდინები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამების განხირციელების დროს გაითვალისწინებს.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …