საყოველთაო ჯანდაცვაში ფულის გადანაწილების სქემა არასამართლიანია. – პოლიტიკური ცენტრის გირჩის წარმომადგენელი გოგა ხაჩიძე სწორედ ამ პრობლემას ასახელებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მთავარ პრობლემად.
ხაჩიძის თქმით დაფინანსება ადამიანის შემოსავლის მიხედვით უნდა განისაზღვროს. – არ შეიძლება შეძლებული და გაჭირვებული ოჯახები თანაბარი პირობებით იყვნენ დაზღვეულები. – აცხადებს ის.
ხაჩიძის თქმით, მას როგორც მოქალაქეს საყოველთაო დაზღვევა არ უნდა ჰქონდეს, ამ თანხით კი ღარიბებს სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტების ანაზღაურების საშუალება მიეცეთ.
გლობალური ალიანსისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი სოციალური კამპანია 22 იანვრიდან დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის გამოკითხვას ჯანდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებით. სოციალური კამპანიის მიზანია ზუსტად განისაზღვროს მოსახლეობის სურვილები და მოლოდინები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამების განხირციელების დროს გაითვალისწინებს.