მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას დახვეწა სჭირდება
საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა არ არის იდეალური, სჭირდება დახვეწა, უნდა იყოს გამოყენებული საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელები.

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას დახვეწა სჭირდება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვრიკაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელები უნდა იყოს გამოყენებული. 

კვირიკაშვილის თქმით, ჯანდაცვის რეფორმა უნდა გაგრძელდეს და მოხდეს მისი დახვეწა.

“საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა არ არის იდეალური, სჭირდება დახვეწა, საჭიროებაზე ორიენტირებული, დიფერენცირებული უნდა გახდეს და უნდა იყოს გამოყენებული საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელები. დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ ამ სულისკვეთებას, რეფორმის დახვეწის თვალსაზრისით. ამ რეფორმამ უდიდესი ცვლილება მოიტანა ჩვენი მოსახლეობის ჯანდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. რეფორმა გასაგრძელებელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სადაც შესაძლებელია, სახელმწიფომ სწორი მიმართულებები მისცეს რეფორმას მოხდეს მისი დახვეწა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …