საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა იმ პირებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 2013 წლის 1-ელ ივლისამდე კორპორაციული დაზღვევა ჰქონდათ და ამის გამო აღნიშნულის შესაძლებლობა ახლა არ აქვთ.
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის შესაბამის დადგენილებაში ცვლილება შევიდეს და საყოველთაო ჯანდაცვა ხელმისაწავდომი აღნიშნული კატეგორიის პირებისთვისაც გახდეს.