მთავარი » რეფორმები » პირველადი ჯანდაცვის რეფორმით გაიზრდება დაავადებათა პრევენციის ხარისხი
ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის პირველადი რგოლის რეფორმის ს მეშვეობით გაიზრდება დაავადებათა პრევენციის ხარისხი და შემცირდება ჰოსპიტალიზაციის რისკი.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმით გაიზრდება დაავადებათა პრევენციის ხარისხი

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა სასიკეთოდ წაადგა ათასობით ადამიანს და იმედია პირველადი რგოლის რეფორმაც ასეთივე შედეგს მოიტანს და იმავდროულად საგრძნობლად შეამცირებს სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვეზე მიმართულ ხარჯებს, – ამის შესახებ IQ კლინიკის გასტროენტეროლოგმა მაია ზალდასტანიშვილმა განაცხადა. 

“ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის განხორციელება რა თქმა უნდა აუცილებელია და მოხარული ვარ, რომ ეს რეფორმა დაიწყო. ამ რეფომის მეშვეობით გაიზრდება დაავადებათა პრევენციის ხარისხი და შემცირდება ჰოსპიტალიზაციის რისკი.

ოჯახის ექიმის მიერ მართული ამა თუ იმ დაავადების გამწვავების რისკი იქნება მინიმალურ დონეზე დაყვანილი, რაც თავის მხრივ, საზოგადოების ფიზიკურ გაჯანსაღებასთან ერთად გამოიწვევს ხარჯების დაზოგვასაც. სახელმწიფოს გაცილებით ნაკლები სახსრების გამოყოფა დასჭირდება.

ასევე საჭიროა, ამ რეფორმაში ჩაიდოს სოლიდური სახსრები, რათა, საბოლოო ჯამში, შედეგი იყოს ისეთი, როგორიც გვსურს ჩვენ – ექიმებს და რაც მთავარია პაციენტებს. საყურადღებოა ხელფასების გადახედვაც. მნიშვნელოვანია, რომ ის ჯამაგირი, რაც დღეს ექიმებს აქვთ, არის დაბალი და თუ ეს თანხა მეტ–ნაკლებად გაიზრდება, ნამდვილად კარგი იქნება.

გასამრჯელო ერთ–ერთი პირობაა იმისა, თუ როგორ იმუშავებს ექიმი. კარგი ანაზღაურების მქონე ექიმს გაცილებით უკეთესი შედეგები ექნება პაციენტებთან მიმართებაში“, მიაჩნია მაია ზალდასტანიშვილს.

ipress.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …