მთავარი » რეფორმები » ექიმის ანაზღაურება ღირსეული უნდა იყოს
ექიმის ანაზღაურება ღირსეული უნდა იყოს,პირველადი რგოლის ექიმის ხელფასი უნდა გადაიხედოს და ექიმს ჰქონდეს მისი სამუშაოს შესაფერისი ხელფასი,

ექიმის ანაზღაურება ღირსეული უნდა იყოს

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას, რომლის მოსამზადებელი სამუშაოებიც დაწყებულია, აფასებენ ოჯახის ექიმები, ადამიანები რომელთაც პირდაპირ შეეხება ეს რეფორმა.

როგორც ოჯახის ექიმი სალომე ფურცელაძე აღნიშნავს, პირველადი რგოლის რეფორმა ნამდვილად გადაუდებელი და აუცილებელია დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე.

„რეფორმას მივესალმები და აუცილებელი ნამდვილად იყო. დღეს პირველად რგოლში ძალიან მიზერულიკვლევები ფინანსდება, არის გარკვეული აუცილებელი კვლევები, რომელთა დამატებაც აუცილებელიაპირველად ჯანდაცვაში, მითუმეტეს გასათვალისწინებელია საზოგადოების სოციალური მდგომარეობა,.

სწორედამიტომ მიმაჩნია, რომ რიგი კვლევები უნდა დაემატოს პირველად ჯანდაცვას და იმედი მაქვს რომ რეფორმისფარგლებში ამ მნიშვნელოვან მომენტს გაითვალისწინებენ.” – აცხადებს ფურცელაძე.

საუბარში იგი ეხება ასევე ექიმების მდგომარეობასაც.

„ჩემი აზრით, მთავარი ექიმის სამუშაო პირობებია. ამაში მე არ ვგულისხმობ მხოლოდ იმას, თუ სად და როგორშენობაში ზის ექიმი. ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ქონდეს ყველა საჭირო ინსტრუმეტი თუმოწყობილობა იმისთვის, რათა პაციენტს გაუწიოს სრულფასოვანი მომსახურება და დაუსვას სწორი დიაგნოზი.ანუ ექიმი უნდა უზრუნვეყოფილ იქნას როგორც ინფრასტრუქრურის ისე ტექნიკისა და აღჭურვილობისკუთხით.

ასეთ შემთხვევაში, გაიზრდება დაავადებათა პროფილაქტიკის ხარისხი და შესაბამისად გაიზრდებაპირველად რგოლში მოსული  პაციენტთების კმაყოფილების დონე”, – მიაჩნია ოჯახის ექიმს.

„ზოგადად დღეს ასეთი ტენდენცია გვხვდება, რომ სტაციონარები და კლინიკები სრულად არიან აღჭურვილნიყველა საშუალებით, აი პოლიკნილიკებს, ანუ პირველად რგოლს ამ კუთხით შედარებით უჭირს.

მე პირადადპოლიკნილიკაში ვმუშაობ და ჩემი გადმოსახედიდან ვსაუბრობ, რათქმაუნდა, აღარაფერს ვამბობ პირველადი რგოლის ექიმების ანაზღაურებაზე, რომელიც რასაკვირველია უნდა გადაიხედოს და ექიმს ჰქონდეს მისი სამუშაოს შესაფერისი ღირსეული ხელფასი”, – აცხადებს ფურცელაძე.

ოჯახის ექიმი პრობლემად მიიჩნევს ასევე მოსახლეობაში შესაბამისი ინფორმაციის მწვავე დეფიციტს.

„ინფორმაციის დეფიციტში ვგულისხმობ შემდეგს, მოსახლეობის ნაწილმა საერთოდ არ იცის თუ რა არისპირველადი ჯანდაცვის რგოლი, ნაწილს კი ამ რგოლის ნდობა არ აქვს და მიაჩნიათ, რომ ოჯახის ექიმები არარიან კვალიფიციური კადრები.

სწორედ ამიტომ ნებისმიერ პრობლემაზე ისინი მიმართავენ სტაციონარებს რაცრათქმაუნდა არ არის სწორი და თავის მხრივ ტვირთად აწვება სახელმწიფოს”, – განაცხადა ფურცელაძემ და დასძინა, რომ მოსახლეობას უნდა გაუჩნდეს ნდობა ოჯახის ექიმის ინსტიტუტის მიმართ, მისი მოსაზრებით ეს მთელ რიგ პრობლემებს მოაგვარებს და ცენტრალურ ხელისუფლებასაც მისცემს საშუალებას საკმაო ოდენობის სახსრები დაზოგოს.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …