მთავარი » რეფორმები » კარგი იქნება, აპარატურით მოხდეს იმ ლაპორატორიების აღჭურვა, რომლებიც დამოუკიდებლად მონაწილეობენ საყოველთაო ჯანდაცვაში

კარგი იქნება, აპარატურით მოხდეს იმ ლაპორატორიების აღჭურვა, რომლებიც დამოუკიდებლად მონაწილეობენ საყოველთაო ჯანდაცვაში

კარგი იქნება, აპარატურით მოხდეს იმ ლაპორატორიების აღჭურვა, რომლებიც დამოუკიდებლად მონაწილეობენ საყოველთაო ჯანდაცვაში

ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმის მოსალოდნელ დადებით მხარეებზე ისაუბრა კუმისის ამბულატორიის სოფლის ექიმმა ქეთევან შალიკაშვილმა. ექიმის განცხადებით, ეს რეფორმა მნიშვნელოვანი იქნება თავისი არსით.

„რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის, ვისურვებდი მოხდეს კლინიკების ნორმალური აპარატურით აღჭურვა.

თუნდაც ელემენტარული სკანირებები რაიონებშიც რომ კეთდებოდეს და ყველა წვირლმანისთვის არ გვჭირდებოდეს პაციენტის თბილისში გაშვება, ძალიან კარგი იქნება.

 პირადად ჩემს კლინიკაში ძალიან კარგი პირობებია, უბრალოდ აპარატურის ნაკლებობას განვიცდით. სხვა ყველაფერი ნორმალურ მდგომარეობაშია“, – ამბობს სოფლის ექიმი.

მის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მოიტანა ის, რომ პირველად რგოლშცი იმატა პაციენტა რაოდენობამ, რომელთაც უტარდებათ აბსოლუტურად ყველაფერი ლაბორატორიულ დონეზე.

„ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული, ქვეკონტრაქტორები გვყავს აყვანილი. რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ მიკროსპეციალისტებთან, ვაგზავნით თბილისში.

ნამდვილად ყველა კმაყოფილია, თუმცა, თუ დაგეგმილი რეფორმის შედეგად, ჩვენს შემთხვევაში, მოხდება ისე, რომ აღვიჭურვებით და იქნება კერძო კლინიკების ქვეკონტრაქტებით მომსახურების საჭიროება, ბუნებრივია, სახელმწიფოც ნაკლებ ხარჯს გასწევს“, – მიაჩნია ქეთევან შალიკაშვილს.

მისი აზრით, შედეგიანი და კარგი იქნება, თუ შესაბამისი აპარატურით მოხდება იმ ლაპორატორიების აღჭურვა, რომლებიც დამოუკიდებლად მონაწილეობენ საყოველთაო ჯანდაცვაში და არ შედიან დიდ ცენტრებში.

 „ჩვენ განვიცდით ამ ყველაფრის ნაკლებობას და იძულებულები ვართ, რომ თანხები გადავქაჩოთ ქვეკონტრაქტორებთან, მაშინ როდესაც კაპიტაციურად ჩარიცხული თანხა შესაძლოა მოხმარდეს ჩვენს ამბულატორიას და ჩვენს ექიმებს.

რაც უფრო თანამედროვედ იქნება მოწყობილი ამბულატორიები ადგილზე, ბუნებრივია, მით უკეთესად მოხდება დაავადებათა პროფილაქტიკა და პრევენცია და მოსახლეობას ექნება მეტი საშუალება დაავადების საწყის ეტაპზევე მიხედოს ჯანმრთელობას და არ გაირთულოს მდგომარეობა, რაც თავის მხრივ, შემდგომში კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება პაციენტსაც და სახელმწიფოსაც.

აქ ლაპარაკია მხოლოდ ელემენტარულ აპარატურაზე და არა რაიმე ძვირადღირებულ დანადგარებზე, თუნდაც ეხოსა და რენდგენის აპარატები ძალიან წაგვადგებოდა. ეს ელემენტარული თუ იქნება გათვალისწინენული, ჩვენი რაიონის სოფლების მოსახლეობა ნამდვილად კმაყოფილი იქნება“, – აცხადებს სოფლის ექიმი.

იგი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის შესახებაც და ამბობს, რომ ამ პროგრამამ დროულად მიუსწრო მოსახლეობას. „ხალხი ვერ მიდიოდა ექიმამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტის თანხა იყო 5–10 ლარი, მოსახლეობა მაინც ვერ შემოდიოდა ამბულატორიებსა და კლინიკებში. მითუმეტეს სოფლად ძალიან შეჭირვებულია ხალხი. დღეს–დღეობით ნამდვილად გაიზარდა მომართვიანობა.

მოდიან პაციენტები, თავიანთ პრობლემებს გვეუბნებიან, ხდება მათი სათანადო მკურნალობა და ყველაფერი თავის ადგილზეა. კმაყოფილების დონე მაღალია.

ექიმებიც კმაყოფილები ვართ, მაგრამ კარგი იქნება თუ ჩვენი ხელფასების საკითხიც დადგება დრის წესრიგში. ძალიან ცოტა გვხვდება ჩარიცხული თანხებიდან’’, – ამბობს შალიკაშვილი.

presa.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …