მთავარი » რეფორმები » ეს იქნება უმნიშვნელოვანესი, კეთილი რეფორმა ხალხის გადასარჩენად
საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობაც გაიზარდა,ეს არის იქნება კეთილი რეფორმა ხალხის გადასარჩენად

ეს იქნება უმნიშვნელოვანესი, კეთილი რეფორმა ხალხის გადასარჩენად

პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას, რომლის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების შესახებ სამინისტრომ უკვე განაცხადა, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე ეხმაურება.

მისი აზრით, პირველადი ჯანდაცვა არის პრევენციული მედიცინის სერიოზული რგოლი, ამ  რგოლის რეფორმირება კი ძალიან მნიშვნელოვანია.

„მთლიანი კომპლექსური რეფორმები, რომლებიც განხორციელდა ჯანდაცვის სისტემაში იყო უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის. ამ რეფორმებს აქვს სახელმწიფოებრივი, ეროვნული მნიშვნელობა.

მაგალითად, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობაც გაიზარდა ამის ხარჯზე. მართალია, რეფორმამ ბიუჯეტს პრობლემები მოუტანა, მაგრამ მთავარი ადამიანზე, მის სიცოცხლეზე ზრუნვაა.

ამ რეფორმას თუ დაემატება პირველადი რგოლის რეფორმა და ასევე, გავითავლისწინებთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის უდიდეს მნიშვნელობას, მოგეხსენებათ მისი მკურნალობა  ძალიან ძვირია, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი, კეთილი რეფორმა ხალხის გადასარჩენად”, – აცხადებს გაჩეჩილაძე.

მისი აზრით, წინა ხელისუფლების მიდგომა ჯანდაცვის საკითხებისადმი ძალიან განსხვავდებოდა.

„ისინი ადამიანზე არ ფიქრობდნენ, მხოლოდ საკუთარი შემოსავლები ადარდებდათ. მათთვის მნიშვნელობა არ ქონდა ამ ქვეყანაში ვინ იცხოვრებდა. ეს იყო ანტისაზოგადოებრივი მოვლენა და დღევანდელ მდგომარეობას ჯანდაცვის სისტემაში არც შევადარებ”, – მიაჩნია მწვანეთა ლიდერს.

მისი თქმით, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, მაგრამ ყველა რეფორმისას, მით უმეტეს ჯანდაცვის სისტემის რეფორმებისას, რომელიც მაღალბიუჯეტიანია, თუ პარალელურად არ განვითარდა ეკონომიკა, რეფორმა რა თქმა უნდა გაიჭედება. 

გიორგი გაჩეჩილაძემ მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მედიკამენტების ფასებში სახელმწიფო უშუალოდ ვერ ჩაერევა.

„სახელმწიფომ მხოლოდ კონკურენციას უნდა შეუწყობს ხელი, რაც თავისთავად იწვევს ფასების შემცირებას. ასევე, კარგი იქნება ადგილობრივი წამლების წარმოების პროცესის  განვითარების ხელშეწყობა.

რაც შეხება ექიმების ხელფასებს, ახალი რეფორმის ფარგლებში ხელფასები აუცილებლად უნდა გაიზარდოს. არსებული მიზერული ხელფასები დაუშევებელია, მათ უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრიათ – ადამიანის სიცოცხლე. არც კერძო კლინიკებში აქვთ პირველადი რგოლის ექიმებს მაღალი ხელფასები.

პრევენციული მედიცინის განვითარება, ყველაზე ეფექტური გზაა გართულებების თავიდან ასაცილებლად. გართულებული დაავადებები უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოსაც და ოჯახსაც. დედებისთვის და ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესია პრევენციული მედიცინა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ქრონიკული დაავადებები მეტად ძვირი და რთული სამკურნალოა.

პრევენცია სახელმწიფოსთვის და ოჯახისთვისაც ძალიან სასარგებლოა. საბიუჯეტო თანხებს ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად დავზოგავთ”, – ამბობს გიორგი გაჩეჩილაძე.

პარლამენტის წევრი ჯანდაცვის სისტემაში დასავლური გამოცდილების გაზიარებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპული სისტემები განსხვავდება ერთმანეთისგან არ იცის რომელ მოდელს აიღებენ ახალი რეფორმისას. მისი აზრით, უნდა იყო გათვალისწინებული ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობა და ამაში,  ევროპული გამოცდილება ძალიან სერიოზულია.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი რგოლის რეფორმის განხორციელებაში, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი” დაეხმარება.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …