მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლაში ჯანდაცვის სამინისტრო დაეხმარება
Regretfully, clinical pharmacology is not educated at medical institutions. There is no institute of specialization with focus on clinic pharmacology.

კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლაში ჯანდაცვის სამინისტრო დაეხმარება

ჯანდაცვის სამინისტრო საერთაშორისო აკრედიტაციის გავლაში ხელს შეუწყობს იმ კლინიკებს, ვინც პროცესი ადრე დაიწყო და ამ კუთხით დაინტერესებას გამოხატავს. ამის შესახებ მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„2023 წლის ბოლოს ჩატარდება პირველი შეფასება, ვინ დაიწყო ეს პროცესი. პროცესს სჭირდება დაახლოებით 18-24 თვე იმისთვის, რომ წარმატებით დასრულდეს. სამინისტრო ეტაპობრივად გაყვება ამ პროცესს და ხელს შეუწყობს იმ კლინიკებს, ვინც ეს პროცესი ადრე დაიწყო და დაინტერესებული და მონდომებულია იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ აკრედიტაციის პირობები. შემდგომ აკრედიტორი თავად სვამს გაუმჯობესებისთვის საჭირო ვადებსაც და პირობებსაც,“ – განმარტა გაბუნიამ.

​შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან, სტაციონარულ და ამბულატორიულ/დღის სტაციონარს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ევალება. მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ შეძლებენ სამედიცინო დაწესებულებები საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას.

ამასთან, სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, 2023 წლის ბოლოს თვითშეფასების ეტაპი დასრულებული ჰქონდეთ და ჯანდაცვის სამინისტროში სულ მცირე, კონტრაქტი წარადგინონ რომელიმე კომპანიასთან, რომელსაც შეარჩევენ, რათა, როგორც მინისტრმა აზარაშვილმა ერთერთ განცხადებაში განმარტა, „შემდეგ 2024 წლის ბოლოს გადავადება არ ითხოვონ.“

რაც შეეხება თავად სტანდარტებს, საუბარია სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე. რამდენიმე კლინიკას, საკუთარი ინიციატივით, უკვე გავლილი აქვს ეს აკრედიტაცია.

გაბუნიას თქმით, აკრედიტაციის ვადები აღარ გადაიწევს.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …