მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „საყოველთაო ჯანდაცვაზე 7 მილიარდი დაიხარჯა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაზე კი 7 მილიონც არ დახარჯულა“

„საყოველთაო ჯანდაცვაზე 7 მილიარდი დაიხარჯა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაზე კი 7 მილიონც არ დახარჯულა“

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ნაადრევი გარდაცვალების (15-დან 60 წლამე ასაკში) მიზეზებს შორის მხოლოდ 10% უკავშირდება ჯანდაცვის სისტემას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი – 40% კი ადამიანების ქცევაა. დანარჩენ შემთხვევაში მიზეზი გარემო ფაქტორები და სოციალური გარემოა.

ამის შესახებ საზოგაროებრივი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი სიმონ გაბრიჭიძე აცხადებს და ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით ამბობს, რომ აუცილებელია აქცენტის გაკეთება დაავადებების პრევენციაზე, მაგალითად მარილის მოხმარების შემცირებასა და ცხობრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაზე.

მისი თქმით, ესაა მსოფლიო სტატისტიკა, რომელიც საშუალოდ ყველა ქვეყნისთვის მსგავსია.

ექსპერტის განცხადებით, სახელმწიფომ განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 7 მილიარდი დოლარი დახარჯა, ცხოვრების ჯანსაღი ქცევის პოპულარიზაციაზე კი 7 მილიონიც არ დახარჯულა.

მისივე განცხადებით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის სტრატეგია, სადაც ქველა ეს ფაქტორი ერთმანეთს დაუკავშირდება.

გაბრიჭიძის განცხადები, ქცევის  შეცვლა რთულია, ამიტომ ბევრ ქვეყანაში ამას იწყებენ ჯერ კიდევ ბაღის ასაკიდან. ესაა მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …