მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » გურიის რამდენიმე ამბულატორიაში ტელემედიცინის პორტატიული აპარატი დამონტაჟდა

გურიის რამდენიმე ამბულატორიაში ტელემედიცინის პორტატიული აპარატი დამონტაჟდა

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის პროგრამა „სოფლის ექიმის“ ხელმძღვანელი მინდია ღლონტი ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის სოფლის ექიმებს შეხვდა.

მხარეებმა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი  და მიმდინარე რეფორმები, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების საკითხები  განიხილეს.

„სოფლის ექიმის“ ხელმძღვანელის განმარტებით, მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარება და მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტელემედიცინის პროგრამასაც. როგორც მინდია ღლონტმა აღნიშნა, ტელემედიცინის პორტატიული აპარატი უკვე დამონტაჟებულია გურიის რამდენიმე ამბულატორიაში. წლის ბოლომდე კი, პროექტი, ქვეყნის მასშტაბით, 50 ამბულატორიაში ამოქმედდება, რაც  ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

შეხვედრას ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …