“ჯანდაცვის სამინისტრომ, რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების ძალიან საინტერესო ხედვა და კონცეფცია წარმოგვიდგინა” – აღნიშნულის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თეა თავართქილაძემ,ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო მთელი ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტია და დარწმუნებულია, რომ სამინისტროსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს შორის კონსენსუსი მიიღწევა.
“დარწმუნებული ვარ სამუშაო პროცესში ყველა ის პრობლემა და საკითხი, რაც დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს აწუხებს, განხილულ იქნება და მივაღწევთ საერთო კონსენსუსს,”- განაცხადა თეა
თავართქილაძემ.
აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მიმართა და მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიებაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, კლინიკასთან დაკავშირებით, არსებულ გეგმებზე ინფორმაცია მიეღოთ. განიხილეს კლინიკაში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. იმსჯელეს, ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე. აღინიშნა, რომ მრავალი, ევროპული ქვეყნის პრაქტიკის შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფო, ცენტრალური, მულტიფუნქციური კლინიკის არსებობა ქალაქის ცენტრში.