მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „სამინისტრო გვისმენს“ – როგორ თანამშრომლობს კერძო სექტორი „დიარჯის“ დანერგვის პროცესში ჯანდაცვის უწყებასთან

„სამინისტრო გვისმენს“ – როგორ თანამშრომლობს კერძო სექტორი „დიარჯის“ დანერგვის პროცესში ჯანდაცვის უწყებასთან

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები „დიარჯის“ მიმდინარეობის პროცესში კლინიკებს ეთანამშრომლებიან, უსმენენ მათ, შედიან მათთან დისკუსიაში, კლინიკების მიერ დასმულ პრობლემებზე ითხოვენ დეტალებს და შემდგომ განიხილავენ მათ. შედეგად, პროგრამაში გარკვეული კორექტივები შედის.

ამის შესახებ ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაია მახარაშვილმა jandacva.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, კერძო კლინიკურ სექტორს ესმის, რომ „დიარჯი“ სერიოზული რეფორმაა, რომლის სრულყოფილად დანერგვისთვის სხვა ქვეყნებს 5 წელი დასჭირდათ და 3 თვე, რაც ეს პროგრამა საქართველოში მოქმედებს, საკმარისი არ არის.

მახარაშვილის თქმით, სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად დაიწყო საუბარი თანაგადახდის „ჭერის“ დაწესებისთვის, რათა იმ პაციენტებისთვის, რომელთაც 30%-იანი თანაგადახდა უწევთ, მთელი რიგი ძვირადღირებული სერვისები ხელმიუწვდომელი არ იყოს.

რაც შეეხება სახარჯი მასალის თემას, რომელიც „დიარჯის“ ერთერთ პრობლემურ საკითხად მიიჩნევა (საყოველთაოს ფარგლებში პაციენტს არ შეუძლია კონკრეტული ბრენდის და ხარისხის მასალის მოთხოვნა), მაია მახარაშვილის თქმით, ეს თემა ჯერ კიდევ „ჰაერშია“ და მის რაიმე ფორმით მოსაგვარებლად აუცილებელია მონაცემების დაგროვება, რასაც ისევ და ისევ დრო სჭირდება.

„უნდა მოხდეს შემთხვევების გაანალიზება. მაგალითად, თუ ასეთი შემთხვევა ბევრია, მაშინ მაგალითად, შესაძლოა, კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება, რაც ფასს შეამცირებს, ხოლო თუ შემთხვევები მცირეა, მაშინ კლინიკებმა ეს ხარჯი დანარჩენი მიმართულებებიდან მიღებული შემოსავლიდან უნდა გადაფარონ და პრობლემა არ იქნება. ამ ყველაფერს დრო სჭირდება. „დიარჯიმ“ გარკვეული საკითხების ნაწილი უკვე მოაგვარა – მაგალითად ჩვენი კლინიკა „საყოველთაოს“ ფარგლებში არათუ 2013, 2007 წლის ტარიფებით ოპერირებდა და პირობითად, თუ კონკრეტულ ოპერაციაში 300-ლარიანი ტარიფი იყო განსაზღვრული, ის 1000 ლარამდე გაიზარდა, თუმცა შედარებით ახალი კლინიკებისთვის, რომლებიც „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში ჩვენს შემდეგ ჩაერთნენ და ამიტომ ჩვენზე მაღალი ტარიფები ჰქონდათ, მათთვის მაგალითად, ამ ოპერაციაზე დაწესებული 3000-ლარიანი ტარიფი შემცირდა, რადგან გათანაბრდა და მათთვისაც 1000 ლარი გახდა. როცა ეს ყველაფერი გასწორდება და სელექტიური კონტრაქტირება ამოქმედდება, საყოველთაოში დარჩება კლინიკების გარკვეული ჯგუფი,“ – განაცხადა მაია მახარაშვილმა. მისი თქმით, გარკვეული საკითხების გარკვევისა და მონაცემების შეგროვებისთვის კიდევ სამი თვე მაინცაა საჭირო.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …