მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » პროკურატურა პანდემიის დროს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული რემონტის ხარჯებით დაინტერესდა

პროკურატურა პანდემიის დროს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული რემონტის ხარჯებით დაინტერესდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი ლევან გოფოძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც გოფოძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განცადა, მას გამოკითხვაზე შეკითხვები დაუსვეს კლინიკაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შესახებ.

„შეკითხვები შეეხებოდა იმას, რომ, მოგეხსენებათ, კოვიდპანდემიის დროს, ფორსმაჟორულ რეჟიმში, რესპულიკური საავადმყოფოს დიდ შენობაში გარემონტდა 4 სართული იმისათვის, რომ პაციენტები რაც შეიძლება სწრაფად მიგვეღო. შეკითხვები შეეხებოდა ხელშეკრულებებს, რომლებიც გაფორმდა მათთან, ვინც რემონტში მონაწილეობდა – თუ რა პროინციპით ხდებოდა მათი შერჩევა,“- განმარტა გოფოძემ.

კითხვაზე, ხომ არ იყო დარღვევები რეაბილიტაციის პროცესში, ლევან გოფოძემ აღნიშნა, რომ ის ვერ გასცემს პასუხს ამ შეკითხვას, რადგან ამ კუთხით არაკომპეტენტურია.

თუმცა, აღნიშნა, რომ რემონტი ძალიან მაღალი ტემპებით მიმდინარეობდა.

„მიმდინარეობდა მშენებლობა და რემონტი 24-საათიან რეჟიმში და სასწაულებს ახდენდნენ იმიტომ, რომ ძალიან მალე გაიხსნა ეს სოივრცეები და 80 საწოლფონდიდან 350-მდე გაიზარდა საწოლების რაოდენობა, მათ შორის 100 რეანიმაციული, უზარმაზარი საქმე იქნა გაკეთებული,“ – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილმა დირექტორმა.

კლინიკაში ჩატარებული რეაბილიტაციის შესახებ ერთერთი ბოლო განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა 2 აპრილს გააკეთა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ჯამური ფართობი 63 000 კვ.მეტრია, საიდანაც კოვიდ-პანდემიის დაწყებისას ფორსმაჟორში 6 000 კვ.მ-ზე რემონტი განხორციელდა, რისთვისაც დაახლოებით 11 მლნ ლარი დაიხარჯა. მინისტრი ამბობს, რომ ეს ხარჯი იმ პერიოდისთვის არამიზნობრივი არ იყო, თუმცა ახლა საავადმყოფოს მხოლოდ გარემონტება ხარჯთეფექტური არ იქნება.

“ჩვენ თუ გვიდა რომ ეს იყოს მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც 2025 წლიდან კლინიკებისადმი მოთხოვნილ თუნდაც ერთ სტანდარტს დააკმაყოფილებს, შესაბამისი ხარჯვის ნაწილში შევადარებთ ამ ხარჯებს რაც აქამდე იყო გაწეული. 11 მლნ რაც დაიხარჯა 6 000 კვ.მ-ის გარემონტების პირობებში, ჯამში თუ 63 000 კვ.მ.-ია 100 მლნ მეტი დასჭირდება. ამ შემთხვევაში 100 მლნ-ზე მეტი დაიხარჯოს კლინიკაში, რომელი გარემონტებით სტანდარტებთან შეუსაბამო იქნება და კიდევ გადაკეთებას მოითხოვდეს, რაც დამატებით ხარჯებს იწვევს, შესაბამის 200 მლნ-ის ხარჯი შეიძლება მივიღოთ, დეტალები ზუსტდება…“, – აღნიშნა მინისტრმა

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …