მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „ეს არის აუცილებელი და დაგვიანებულიც კი“ – ექსპერტები კლინიკებისთვის სტანდარტების გამკაცრებას აფასებენ

„ეს არის აუცილებელი და დაგვიანებულიც კი“ – ექსპერტები კლინიკებისთვის სტანდარტების გამკაცრებას აფასებენ

ექსპერტები და კლინიკების წარმომადგენლები ჰოსპიტლებისთვის ახალი სტანდარტის ამოქმედებას აფასებენ.

შეგახსენებთ: სტაციონარული დაწესებულებების ახალი სანებართვო პირობები მთავრობის ბოლო სხდომაზე დამტკიცდა.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ცვლილების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა,  სამედიცინო  მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან  შესაბამისობაში მოყვანაა. ახალი სანებართვო პირობების თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა აღარ გაიცემა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე.

დაწესებულება ვალდებულია თავისი საქმიანობა ახალ სანებართვო პირობებთან 2023 წლის 1 სექტემბრამდე მოიყვანოს შესაბამისობაში .

დოკუმენტში განსაზღვრულია საწოლების რაოდენობა გარკვეულ ფართზე, სავალდებულო ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა, მედპერსონალის რაოდენობა და სხვა.

ჯანდაცვის საკითხების ექსპერტ თენგიზ ვერულავას თქმით, კლინიკების ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა არის აუცილებელი და დაგვიანებულიც კი, რადგან ყოველი ამ ღონისძიების უკან დგას პაციენტი, მისი უსაფრთხოება, სათანადო ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევა.

„თანაც, არ არის ისეთი უმკაცრესი სტანდარტები, რომ ნორმალურ სამედიცინო დაწესებულებას არ შეეძლოს ამის დაკმაყოფილება,“ – აცხადებს ვერულავა.

„ევექსი ჰოსპიტლების“ ქსელის ხელმძღვანელი გიორგი მინდიაშვილი კი ამბობს, რომ დიდ ქალაქებში არსებული კლინიკები უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ სტანდარტებს, რაიონებსა და რაიონულ ცენტრებში კი შესაძლოა, მოხდეს გარკვეული კრიტერიუმების გონივრული გადახედვა, რადგან შეიძლება იქ ასეთი სტანდარტის დაცვა არ იყოს საჭირო.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …