მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » “სამედიცინო ბაზარზე მოქმედი ჰოლდინგური კომპანიების მიმართ ერთიანი მიდგომა უნდა ჩამოყალიბდეს”

“სამედიცინო ბაზარზე მოქმედი ჰოლდინგური კომპანიების მიმართ ერთიანი მიდგომა უნდა ჩამოყალიბდეს”

კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფომ სამედიცინო ბაზარზე მოქმედი ჰოლდინგური კომპანიების მიმართ ერთიანი მიდგომა ჩამოაყალიბოს.

კითხვაზე, ხედავს თუ არა სააგენტო ჰოლდიგნური კომპანიების დაშლის საჭიროებას, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკითხი ჯანდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტია.

„კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში გამოაქვეყნა მონიტორინგის შედეგები, სადაც ჰოლდინგური ჯგუფები ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად არის გამოყოფილი. კერძოდ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დღევანდელი მოცემულობით, ბაზარზე გვაქვს მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფების მაღალი კონცენტრაცია. სამი მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფის კონცენტრაცია 80%-მდეა, რაც ნიშნავს ჯგუფური დომინირების მოცემულობას.

ჩვენ ისიც ვთქვით მონიტორნგის ანგარიშში, რომ დღეს არსებული ჰოლდინგური ჯგუფები იმ სისტემაში, რომელიც იყო გასულ წლამდე –  სანამ სისტემური რეფორმები დაიწყებოდა, ორიენტირებული იყვნენ საკუთარი წარმოების ან საკუთარი იმპორტირებული, ხშირ შემთხვევაში მაღალმარჟიანი ძვირადღირებული, მედიკამენტების რეალიზაციაზე. ამიტომ, თუ სისტემური რეფორმების შემდეგ, როგორიც არის: ჯენერიკული რეცეპტები, ელექტრონული რეცეპტები, ხარისხის სტანდარტების შემოღება – ეს ჯგუფები ისევ ამ მოცემულობით გააგრძლებენ მუშაობას, ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ ჩამოყალიბდეს მიდგომა მათთან მიმართებაში.

თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ სექტორში პოლიტიკის გამტარებელი უწყება, ჯანდაცვის სამინისტრო, ეს  მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ზოგადად, მზად ვართ რომ ამ პროცესებში აქტიურად ვიყოთ ჩართული“ – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …