მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » პაატა ბაირახტარი: ჰოლდინგების დაშლას ფორმალური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს

პაატა ბაირახტარი: ჰოლდინგების დაშლას ფორმალური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს

ჩვენს ქვეყანაში ჰოლდინგების პრობლემა ბევრ სექტორშია და არც მედიკამენტების ბაზარია ამ კუთხით გამონაკლისი. მეტიც – მედიკამენტების ბაზარზე ეს ყველაზე თვასაჩინოდ და მძაფრადაა წარმოდგენილი. ამის შესახებ ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა.

„ეკონომიკაში ბაზარზე ვერტიკალურ წვდომას ვეძახით, როდესაც კომპანია ერთდროულადაა იმპორტიორი, მწარმოებელი, საბითუმო და საცალი რეალიზატორი ცხადია, ის გაცილებით უფრო დომინირებულ მდგომარეობაშია ბაზარზე წარმოდგენილი, ვიდრე მისი სხვა რომელიმე მცირე კონკურენტი. ბევრ ქვეყანაში მსგავსი ვერტიკალური დაშვება ბაზარზე კანონით იკრძალება, იმდენად რამდენადაც, როგორც ზემოთ ვახსენე მსგავსი დაშვების კომპანიები არათანაბარ მდგომარეობაში აყენებენ სხვა კომპანიებს,“ – აცხადებს ბაირახტარი და ამბობს, რომ ჩვენს შემთხვევაში ეს სიტუაცია კიდევ უფრო რთულადაა, რადგანაც მსგავს ჰოლდინგურ კომპანიებს არამხოლოდ ფარმაცევტული საქმიანობები აქვთ საკუთარ ჰოლდინგებში აკუმულირებული, არამედ ფლობენ საკუთარ კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებსაც კი.

ამასთან, ბაირახტარის განცხადებით, პრობლემაა ის, რომ ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა კლინიკებსა თუ ექიმებთან მჭიდრო კომუნიკაციაში არიან და ოფიციალურ “ქეშბექებს” სთავაზობენ ექიმებს, კონკრეტული წამლის გამოწერის სანაცვლოდ. ეს კი ჩაკეტილი წრეა და ერთის ხმრივ ბაზარზე კონკურენციას მნიშვნელოვნად ზღუდავს, ხოლო მეორეს მხრივ საშუალებას აძლევს არაერთ კომპანიას, კონკურენციის რიგ კანონმდებლობას გვერდი ადვილად აუარონ.

ეკონომისტი ამბობს, რომ სწორედ აქედან გამომდინარე, ჰოლდინგების დაშლა შესაძლოა იყოს გამოსავალი, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ამას არ ექნება ფორმალური მხარე და მართლაც გაიმიჯნებიან იმპორტიორები და რეალიზატორები ერთმანეთისგან.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …