მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „საყოველთაო ჯანდაცვა“ 10 წლისაა

„საყოველთაო ჯანდაცვა“ 10 წლისაა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 10 წელი შესრულდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში  3 მილიონზე მეტი ადამიანის მკურნალობა დაფინანსდა.

21 თებერვალს  ძალაში შევიდა დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების შესახებ, რომელიც  თავდაპირველად, გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებებს შეეხო. 2013 წლის 1-ლი ივნისიდან, პროგრამა  უკვე გეგმურ მომსახურებებზეც (ონკოლოგიაზე) გავრცელდა.

ამ 10 წლის განმავლობაში – დაფინანსდა 10 700 000 სამედიცინო შემთხვევა, 3 035 000 პაციენტი და ჯამში, ამ პროგრამისთვის, 10 წლის განმავლობაში დაიხარჯა 6 მილიარდ 700 მილიონი ლარი.

2023 წელს, პროგრამის  ბიუჯეტი, 60 მილიონი ლარით გაიზარდა და 880 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება სერვისებს, დღეის მონაცემებით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა აერთიანებს შემდეგ სერვისებს:

  1. გეგმური ამბულატორიული მომსახურება
  2. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება
  3. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება
  4. გეგმური ქირურგიული მომსახურება
  5. კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგია
  6. ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია
  7. სხივური თერაპია
  8. მშობიარობა და საკეისრო კვეთა;
  9. პროგრამული მედიკამენტები ქრონიკული დაავადებების მართვისთვის;
  10. მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურება;
  11. ინფექციური დაავადებების მართვა
  12. სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით (2022)
  13. გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა (2022)
  14. თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია (2022)

2022 წელს დაინერგა DRG დაფინანსების სისტემა, ამავე წელს მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა დეფიბრილატორებზე, აბლაციაზე; პროგრამას დაემატა რეაბილიტაციის სერვისი. გაიზარდა დაფინანსება ონკოლოგიური მედიკამენტებისთვის.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …