მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » სამედიცინო აღჭურვილობისა და სახარჯი მასალების რეგულირება სავალდებულო ხდება

სამედიცინო აღჭურვილობისა და სახარჯი მასალების რეგულირება სავალდებულო ხდება

2023 წელ პარლამენტს სახარჯი მასალებისა და სამედიცინო აღჭურვილობის რეგულირების კანონპროექტი წარედგინება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა.

„საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის იქნება სავალდებულო. საუბარია მომსახურების ხარისხის, პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე. სამედიცინო დაწესებულებები ინდივიდუალურად შეძლებენ, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ, აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციებს შორის, უკვე დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ინდივიდუალურად გააკეთონ არჩევანი.

აღნიშნული სიახლე, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ადამიამ წარუდგინა. ღონისძიებას ესწრებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს, ამიტომ, 2023 წელს სამედიცინო დაწესებულებებს აკრედიტაციის გამცემ კომპანიასთან კონტრაქტი უნდა ჰქონდეთ გაფორმებული, ასევე დასრულებული უნდა იყოს თვითშეფასების ეტაპიც.

ეკატერინე ადამიამ, პრეზენტაციაზე, სახარჯი მასალებისა და სამედიცინო აღჭურვილობის რეგულირების რეფორმაზეც ისაუბრა.

როგორც საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის, ისე სამედიცინო აღჭურვილობისა და სახარჯი მასალების რეგულირების დოკუმენტების მომზადებაში აქტიურად იქნებიან ჩართულები ადგილობრივი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები,“ – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …