მედპერსონალის მინიმალური ანაზღაურების ზღვარი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და ეს კლინიკების დაფინანსების საბაზისო ანაზღაურების ზრდასთან ერთად, ავტომატურად მოხდება. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა გააკეთა.
შეგახსენებთ: 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება წესდება. ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში საშუალოდ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში საშუალოდ 792ლარი) განისაზღვრება.
ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.
ღუდუშაური ამბობს, რომ ხელფასების ზრდის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ მომავალში ეს მინიმალური ზღვარი აუცილებლად გაიზრდება. იცით, რომ ჩვენ უკვე გადავედით დიარჯი მეთოდოლოგიაზე, რომელშიც დაფინანსების ერთერთი მთავარი საფუძველია საბაზისო ტარიფი, რომელსაც კლინიკები ძალიან ხშირად ითხოვენ და ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ საბაზისო ტარიფს გადავხედოთ. მინიმალური ანაზღაურებაც საბაზისო ტარიფზე იქნება მიბმული და როგორც კი გადაიხედება კლინიკების ანაზღაურება, ავტომატურ რეჟიმში გადაიხედება სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებაც.