მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » სახელმწიფო ხარჯი არ შეცვლილა, ჯიბიდან გადახდები კი შემცირდა – „დიარჯის“ პირველადი შედეგები

სახელმწიფო ხარჯი არ შეცვლილა, ჯიბიდან გადახდები კი შემცირდა – „დიარჯის“ პირველადი შედეგები

დიარჯის ამოქმედების პირველი, ზოგადი შედეგების თანახმად, შემცირებულია კლინიკებში პაციენტების დაყოვნებების რაოდენობა დღიურ რეჟიმში, ასევე შემცირებულია არასაჭირო სერვისების რაოდენობა – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განაცხადა. მისი  თქმით, დაზუსტებული სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ზოგადი მიმოხილვა, თუ რა შედეგები გამოიღო 1 ნოემბერს ამოქმედებულმა რეფორმამ, უკვე ცნობილია.

„რაც მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია, არის ის,რომ მთლიანობაში სახელმწიფოს მხრიდან დანახარჯები დაახლოებით იგივე რეჟიმში დარჩა, თუმცა მნიშნელოვნად შემცირდა ჯიბიდან გადახდების ნაწილი, რაც იყო ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, როცა ვატარებდით დრჯ-რეფორმას. სტატისტიკურად არის საკითხები, რაც აუცილებლად უნდა გასწორდეს, ეს იყო პირველი ეტაპი, იყო კონკრეტულ პაციენტებთან, გადახდებთან და ტარიფებთან  დაკავშირებით. ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ სამედიცინო ასოციაციასთან და ცვლილებების პირველ პაკეტს იანვრის დასაწყისში გავატარებთ, როგორც დაანონსებული იყო. თუმცა მთლიანობაში ის ფაქტი, რომ დრჯ-ს გატარების მთავარი ამოცანა იყო ხარჯთეფექტურობა, ჯიბიდან გადახდების შემცირება და არასაჭირო სერვისების რაოდენობების შემცირება, ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ უკეთესობაა, პაციენტების დაყოვნებების რაოდენობნა დღიურ რეჟიმში შემცირებულია,“ – განაცხადა ღუდუშაურმა.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …