მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, სამედიცინო სერვისების ნაწილზე ტარიფი გაზარდოს

ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, სამედიცინო სერვისების ნაწილზე ტარიფი გაზარდოს

დიარჯის“ საპილოტე პერიოდის შედეგად მიღებული სტატისტიკის საფუძველზე სამედიცინო ჩარევების ნაწილზე ფასები შემცირდება, ნაწილზე კი მოიმატებს. გარდა ამისა, იანვრიდან, როცა აღნიშნული სისტემის საპილოტე რეჟიმი დასრულდება, ამოქმედდება საჯარიმო სანქციები იმ კლინიკებისთვის, რომლებიც პაციენტებს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მაღალტექნოლოგიურ ჩარევებზე უარს ეტყვიან.

ამის შესახებ გამოცემა „ბიემჯის“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განუცხადა.

„კლინიკები გარკვეულ მაღალტექნოლოგიურ გეგმიურ ოპერაციებს არ ნიშნავდნენ იმის გამო, რომ გასაშუალოებულ ტარიფში საშუალოზე ოდნავ მაღალი თანხა სჭირდებოდათ რეალურად, თუმცა კომუნიკაცია გვაქვს და გარკვეულ კოდებზე უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია კლინიკებს, რომ ისინი ვალდებულნი არიან, ოპერაციები გააკეთონ მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ჩარევაზე შესაძლოა იზარალონ კიდევაც. წერილობით ვაცნობებთ კლინიკებს, რომ ეს არის დარღვევა და პირველი იანვრიდან, როდესაც საპილოტე რეჟიმი დასრულდება, კლინიკებს ასეთი ტიპის შემთხვევებზე საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ. არის კოდები, სადაც ფასის შემცირება იქნება, არის კოდები, სადაც მომატება იქნება იქიდან გამომდინარე, რა სტატისტიკაც დაიდება ორი თვის შედეგად,“ – განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ დიარჯის ამოქმედების პირველივე დღეებში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოთხოვნადი ექიმებმა უარი თქვეს „საყოველთაო ჯანდაცვის“ ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ დაწესებული ტარიფით ოპერაციების ჩატარებაზე. ერთერთი ასეთი გახმაურებული შემთხვევა იყო, როდესაც ერთერთ პაციენტს „რკინიგზის საავადმყოფოში“ საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებით ტრავმატოლოგიური ოპერაციის გაკეთებაზე უარი უთხრეს.  კლინიკამ პაციენტს განუცხადა, რომ თუ სურს, ოპერაცია  სასურველმა ექიმმა გაუკეთოს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უნდა დატოვოს და 6200 ლარიანი ოპერიაცია მთლიანად თავად დააფინანსოს. ექიმი, რომელსაც აღნიშნული ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, ვაჟა გაფრინდაშვილია. ცნობილი ტრავმატოლოგის თქმით,ამ ოპერაციიის “საყოველთაო ჯანდაცვის” ფარგლებში გაკეთებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფი ამ სამედიცინო ჩარევის ხარისხიანად ჩატარების საშუალებას არ იძლევა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები ანაზღაურების ახალ, DRG-სისტემაზე 1 ნოემბრიდან გადავიდნენ. DRG-მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.

დამატებითი მომსახურებების, მაგალითად „ვიაიპი“ პალატის ან კონკრეტული წარმოების სამედიცინო მასალის გამოყენების სურვილის შემთხვევაში პაციენტს უფლება აქვს, ერთჯერადად, მხოლოდ კონკრკეტული სამედიცინო ჩარევისთვის, დატოვოს საყოველთაო ჯანდაცვა და მთელი სერვისის ღირებულება კერძო დაზღვევის საშუალებით ან საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …