მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „კლინიკების ნაწილი „დიარჯის“ ფარგლებში მეტი დაფინანსების მოპოვებას დიაგნოზების დამძიმებით შეეცდება“

„კლინიკების ნაწილი „დიარჯის“ ფარგლებში მეტი დაფინანსების მოპოვებას დიაგნოზების დამძიმებით შეეცდება“

არსებობს ინფორმაცია, რომ კლინიკების ნაწილს „დიარჯის“ ფარგლებში მეტი დაფინანსების მიღების მიზნით უკვე აქვს მომზადებული სქემა, რომლის თანახმადაც, ისინი პაციენტის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერში მის დიაგნოზს დაამძიმებენ. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელმა ორგანომ მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გააკონტროლოს სამედიცინო დაწესებულებები. ამის შესახებ ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ამ კუთხით კლინიკების შემოწმება არცთუ მარტივი იქნება, რადგან პაციენტის მდგომარეობის შეფასებისა სპეციფიკური თემაა და იმის დამტკიცება, რომ ადამიანის დიაგნოზი დამძიმებულია, საკმაოდ რთული, თუმცა შესაძლებელია.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები ანაზღაურების ახალ, DRG-სისტემაზე 1 ნოემბრიდან გადავიდნენ. DRG-მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.

მთავარი პოზიტიური შედეგი, რომელსაც დაფინანსების ეს სისტემა გულისხმობს, პაციენტის მიერ დამატებითი თანხის გადახდის პრაქტიკის აღმოფხვრაა.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …