მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » პაციენტისთვის ზედმეტი თანხის მოთხოვნის გამეორების შემთხვევაში, კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვას 6 თვით გამოეთიშება

პაციენტისთვის ზედმეტი თანხის მოთხოვნის გამეორების შემთხვევაში, კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვას 6 თვით გამოეთიშება

პირველი ნოემბრიდან კლინიკა, რომელიც პაციენტს დადგენილ ანაზღაურებაზე მეტ თანხას გადაახდევინებს, ამ შემთხვევისთვის დაწესებული ტარიფის სამმაგი ოდენობით დაჯარიმდება. დარღვევის გამეორების შემთხვევაში კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 6 თვით გამოეთიშება.

ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში, რომლითაც ცვლილებები შევიდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში.

„იმ შემთხვევაში, თუ კონტროლისას/რევიზიისას გამოვლინდება, რომ მიმწოდებელმა DRG მეთოდით დაფინანსებული პროგრამული მომსახურებისათვის მოსარგებლეს გადაახდევინა მოსარგებლის მიერ პროგრამით განსაზღვრულ ასანაზღაურებელ თანხაზე მეტი (მათ შორის, VIP მომსახურებაზე − აყვანილი ექიმი/ექთანი, არჩეული პალატა/სახარჯი მასალა), მიმწოდებელი იხდის ჯარიმას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის სამმაგი ოდენობის სახით. ამასთან, დარღვევის გამოვლენიდან მისი განმეორებით ჩადენა დამატებით გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმწოდებლის სტატუსის შეჩერებას 6 თვით,“ – ნათქვამია დადგენილებაში.

DRG მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.

აღნიშნული სისტემა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის 2022 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება.

 

jandacva.ge

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …