კორონავირუსული ინფექციების მატებასთან დაკავშირებით, ნიდერლანდების განათლების მინისტრის დენის ვიერსის გადაწყვეტილებით აუცილებელი ხდება სკოლის კლასებში CO2 მონიტორების დამონტაჟება .
ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აცხადებს. მისი თქმის, მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მოწყობილობა უკვე დამონტაჟდა კლასებში ქვეყნის მასშტაბით, სკოლების დაახლოებით 40 პროცენტს ჯერ კიდევ არ აქვს ისინი ყველა კლასში.
მისი განმარტებით, კვლევებმა აჩვენეს, რომ შენობაში ნახშირორჟანგის დონის კონტროლი არის ეფექტური გზა კოროვირუსული ინფექციის რისკის მონიტორინგისთვის.
„მეცნიერების დასკვნებით, როდესაც CO2-ის ჭარბი დონე გაორმაგდება, გადაცემის რისკიც დაახლოებით ორმაგდება. CO2 მონიტორინგის ვალდებულება ამოქმედდება მომავალი სასწავლო წლიდან. თუმცა მათი დამონტაჟება უკვე ჩატარდა ახლად აშენებულ და გარემონტებულ სკოლებში. ვიერსი, რომელმაც 17 მილიონი ევრო გამოყო ხარჯების დასახმარებლად, მოუწოდებს სკოლებს დაამონტაჟონ ეს მოწყობილობები.
ნიდერლანდებში დაახლოებით 9000 სკოლის შენობაა – ბევრი მათგანი ძველი და მოძველებულია – 2,5 მილიონი სტუდენტით და 285 000 ადამიანით დასაქმებული. სკოლებმა დიდი როლი ითამაშეს წინა კორონავირუსული ტალღების დროს შემთხვევების მატებაში და მთავრობას სურს თავიდან აიცილოს მათი ხელახლა დახურვა. მინისტრს ასევე სურს ხელი შეუწყოს სკოლებში ჰაერის გამწმენდი საშუალებების გამოყენებას „მასწავლებელს და სტუდენტს უფლება აქვთ კლასში ჯანსაღი ჰაერი ჰქონდეთ“, – თქვა მან. „განსაკუთრებით ამ კორონას დროს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სკოლები პასუხისმგებლობით იყოს გახსნილი”,“- წერს წერეთელი.