მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კოვიდ-ვაქცინის ბუსტერ-დოზა ექიმების მხოლოდ 33%-ს აქვს გაკეთებული

კოვიდ-ვაქცინის ბუსტერ-დოზა ექიმების მხოლოდ 33%-ს აქვს გაკეთებული

საქართველოში კოვიდ-ვაქცინის ბუსტერ დოზა ექიმების მხოლოდ 33%-სა და ექთნების მხოლოდ 13%-ს აქვს გაკეთებული. სტატისტიკა ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე vaccines.ncdc.ge/statistics-ზეა  განთავსებული.

მართალია, ორი დოზით ვაქცინაციის მაჩვენებელი ექიმებს შორის მაღალია და 81%-ს შეადგენს, თუმცა ექთნებში ეს მონაცემიც დაბალია და 64 %-ია.

ბუსტერ-დოზით აცრა 2021 წლის ნოემბრიდანაა დაშვებული და მისი გაკეთება  ბოლო დოზიდან 6 თვის შემდეგ, 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

ვაქცინაციის დაწყების დღიდან აქცენტი სწორედ მედიკოსების ვაქცინაციაზე კეთდებოდა.სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ მედპერსონალმა მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს ვაქცინაციის მაგალითი უნდა მისცეს.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …