მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » სასწრაფო დახმარების ექიმებს ბიოლოგიური და რადიაციული ინციდენტებისთვის მოამზადებენ

სასწრაფო დახმარების ექიმებს ბიოლოგიური და რადიაციული ინციდენტებისთვის მოამზადებენ

საქართველოში პირველად, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე მორეაგირე სამედიცინო ჯგუფების გადამზადებისა და რეაგირების მიზნით “პროექტი 88” ტარდება.

პროექტის ფარგლებში სასწავლო სატრენინგო ცენტრის შესაბამისი სპეციალური სასწავლო აღჭურვილობით  უზრუნველყოფა მოხდა. ამ აღჭურვილობას, რომლის ღირებულებაც 300 ათასი ევროა, საქართველო უფასოდ მიიღებს.

ასევე დაგეგმილია ინციდენტებზე რეაგირებისთვის სამედიცინო ეკიპაჟებისთვის სპეციალური აღჭურვილობის უზრუნველყოფა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის 88-ს მასპინძელი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრია.

პროექტი 88 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნის 50 -მდე მონაწილე იღებს მონაწილეობას.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …