10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს; წლევანდელი წლის მწვანე ლენტი კიდევ ერთხელ გააერთიანებს მსოფლიოს შემდეგი მოწოდებით: „აქციეთ ფსიქიკური ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა გლობალურ პრიორიტეტად“!
როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში
აცხადებენ, COVID-19-ის პანდემიამ შექმნა გლობალური კრიზისი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, რამაც გამოიწვია მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრესები და საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, როგორც შფოთვითი, ასევე დეპრესიული აშლილობების მქონე პირთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა, ამავდროულად, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები სერიოზულად შეფერხდა;
პოსტპანდემიურ პერიოდში კიდევ უფრო მძაფრად დგას ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისა და სერვისების გაუმჯობესების აუცილებლობა.
თუ პანდემიამდე მსოფლიოში ყოველი მერვე მოქალაქე ფსიქიკური პრობლემებით ცხოვრობდა, პანდემიამ კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩინა მენტალური პრობლემები და შესაბამისად გაიზარდა მოთხოვნა სერვისზე,“ – აცხადებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში.