მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » 2021 წელს დედათა გარდაცვალების 34 შემთხვევა დაფიქსირდა, 24 მათგანი კოვიდს უკავშირდება

2021 წელს დედათა გარდაცვალების 34 შემთხვევა დაფიქსირდა, 24 მათგანი კოვიდს უკავშირდება

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში გარდაცვლილ დედათა რაოდენობამ 34 შეადგინა, ხოლო დედათა სიკვდილიანობის კოეფიციენტმა (100 000 ცოცხლად დაბადებულზე) – 31.8. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. უწყების ცნობით, 2020 წელს დედათა სიკვდილობის 19 ფაქტი დაფიქსირდა (დედათა სიკვდილიანობის კოეფიციენტი 30.1), 2019-ში კი 15 (კოეფიციენტი 29.0).

ამასთან, საქსტატის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს გარდაცვლილ 34 დედათაგან 24 შემთხვევაში გარდაცვალება უკავშირდება ახალი კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებებს.

გარდაცვლილთაგან რამდენი იყო აცრილი, ინფორმაციაში დაკონკრეტებული არაა. თუმცა არსებობს  მონაცემები, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მიმდინარე წლის აგვისტოში გაავრცელა.  მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 1 ივლისის მდგომარეობით საქართველოში აღირიცხა COVID-19-ით განპირობებული დედათა სიკვდილის 25 შემთხვევა, მათ შორის 2020 წელს – 1 შემთხვევა, 2021 წელს 24.

„COVID-19-ით განპირობებული დედათა სიკვდილიანობის 25 შემთხვევიდან 24-ს შემთხვევაში შესაძლებელი იყო ვაქცინაციის ჩატარება (2021 წლის 15 მარტის შემდგომ), მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ვაქცინაცია ჩატარებული არ იყო,“ – ნათქვამია ანგარიშში.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …