ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ჯანმრთელობის ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეხვდა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრა საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის რიგით მესამე, ყოველწლიური მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
ზურაბ აზარაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელ ტედროს ადანომ გებრეისუსთან ერთად შეხვედრა ტაილანდის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დონ პრამუდვინაისთანაც გამართა.
მხარეებმა კოვიდპანდემიაზე, მის შედეგებსა და მოლოდინებზე იმსჯელეს. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე აღნიშნა, COVID-19 -მა დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა, საზოგადოებისთვის გახდა ენდემური და დარჩება პოპულაციაში ისევე როგორც სეზონური გრიპი.
jandacva.ge