მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » მოსახლეობის 36 % ფიქრობს, რომ სამედიცინო სერვისების  ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა

მოსახლეობის 36 % ფიქრობს, რომ სამედიცინო სერვისების  ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა

2018 წელთან შედარებით, ნაკლები ადამიანი ფიქრობს, რომ ხელმისაწვდომ ჯანდაცვასთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია აღნიშნული.

2018 წელს გამოკითხულთა  43% აღნიშნავდა, რომ ამ კუთხით სიტუაცია გაუმჯობესდა, 2021 წელს გაუმჯობესების ტენდენცია გამოკითხულთა 37%-მა დააფიქსირა, 2022 წლის აგვისტოში კი 36%-მა.

კვლევის თანახმად, 2018 წელს გამოკითხულთა 31% აღნიშნავდა, რომ სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა გაუარესდა, 2021 წელს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუარესებაზე გამოკითხულთა 36% საუბრობდა, 2022-ში კი 34%.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …