მომდევნო კოვიდსტატისტიკა ოქტომბრის დასაწყისში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც ყოველთვიურად განახლდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების დაღმავალი ტენდენცია და ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მაისის დასაწყისიდან კოვიდსტატისტიკა ყოველკვირეულად ქვეყნდებოდა. დღეს კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე არ განახლებულა.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მომდევნო კოვიდსტატისტიკა ოქტომბრის დასაწყისში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც ყოველთვიურად განახლდება.
1tv.ge-ს ინფორმაცია