მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანმო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე საუბრობს

ჯანმო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე საუბრობს

საქართველო ჯანმრთელობის საყოველთაო მოცვისკენ მიმავალ გზაზე დგას, თუმცა ჯანდაცვაში ხარვეზები კვლავ რჩება – მათ შორის ფინანსური დაცვის ნაკლებობა და ჯანდაცვის მუშახელის დეფიციტი. ამისშესახებ ნათქვამია ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლის სახელწოდებაა  „ჯანმრთელობის დაცვის სისტემები მოქმედებაში: საქართველო

 

განცხადების ძირითადი გზავნილები ასეთია: ჯანდაცვის ხარჯები ფინანსური სიდუხჭირის ხშირი მიზეზია; ქვეყნის დაავადებების ტვირთის უმეტესი წილი არაგადამდებ დაავადებებზე მოდის, ინსულტი კი სიკვდილის წამყვანი მიზეზია; ერთ სულ მოსახლეზე ექიმების რაოდენობა ძალიან მაღალია, მაგრამ ექთნების მწვავე დეფიციტია.

ანგარიშში აღნიშნულია, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2013 წლიდან საქართველო ცდილობს უზრუნველყოს საყოველთაო ჯანდაცვის მოცვა, თუმცა, ამბულატორიული მედიკამენტების მაღალი ღირებულების გამო ჯიბიდან გადახდები ისევ დიდ ბარიერად რჩება ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის. განცხადებაში აღნიშნულია:

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ ხაზს უსვამს 2013 წლიდან მიღწეულ პროგრესს საჯაროდ დაფინანსებულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, რამაც ფინანსური ბარიერების შემცირების გზით მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს საშუალება მისცა ჯანდაცვის სერვისებზე ჰქონოდა წვდომა. თუმცა, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, დაბალია, დაფარვის პოლიტიკა უკიდურესად რთულია და არსებობს მაღალი თანაგადახდები. გარდა ამისა, პირველადი ჯანდაცვის მეკარიბჭის ფუნქცია სუსტია და პაციენტს აქვს ჯანდაცვის სერვისების უფრო სპეციალიზებულ დონეზე წვდომის ძლიერი სტიმული.

„ჯანმრთელობის დაცვის სისტემები მოქმედებაში: საქართველო“ ერთ-ერთია იმ ანგარიშთაგან, რომლის მიზანიც ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნის ჯანდაცვის სისტემების ანალიზია. ანგარიში ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისისა და ჯანმრთელობის სისტემებისა და პოლიტიკის ევროპული ობსერვატორიის ერთობლივი პროდუქტია.

„უახლესი ანგარიში ასახავს თითოეული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევებს. ეს საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს არა მხოლოდ შეაფასონ, როგორ ვითარდება მათი ჯანდაცვის სისტემა ჯანმოს ევროპის სამუშაო პროგრამის (EPW) პრიორიტეტების ფარგლებში, არამედ მოახდინონ შედარება სხვა ქვეყნებთან ჯანმრთელობის კონკრეტულ საკითხებზე“ – თქვა დოქტორმა ჰანს ჰენრი პ. კლუგემ, ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.

„მტკიცებულებაზე დაფუძნებული პროგრესის მონიტორინგით, პოლიტიკის შემქმნელებს შეუძლიათ უკეთ იხელმძღვანელონ, თუ რა სახის ინვესტიციებია საჭირო და რომელ სფეროში. არსებული ძლიერი მხარეების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ხარვეზებისა და გამოწვევების უკეთ გადასაჭრელად და, ამით, მხარი დაუჭირონ მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას აწმყოსა და მომავალში.

ერთ სულ მოსახლეზე ექიმების რაოდენობა ძალიან მაღალია, მაგრამ ექთნების მწვავე დეფიციტია.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ექთნების რიცხვი 2013 წლიდან იზრდება, მაგრამ ის ძალიან დაბალია ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით: 2020 წელს 100 000 მოსახლეზე მხოლოდ 555 ექთანი მოდიოდა.

შორეულ და სოფლად დასახლებულ პუნქტებში სამუშაოდ პერსონალის დაქირავება და შენარჩუნება მნიშვნელოვანი პრობლემად რჩევა და სამედიცინო პერსონალის მარაგთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ცხადჰყოფს შეუსაბამობას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. სამედიცინო პერსონალის უმეტესობა მუშაობს სტაციონარულ დაწესებულებებში. 2019 წელს ეს მოიცავდა ექიმების 52%-ს და ექთნებისა და ბებიაქალების 71%-ს. პირველადი ჯანდაცვის უახლესი რეფორმა ითვალისწინებს მულტიდისციპლინური ჯანდაცვის გუნდების ქსელზე გადასვლას, ექთნებისა და სოციალური მუშაკების როლის ზრდით.“

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …