გასულ ერთ კვირაში საქართველოში კოვიდ 19-ით 8 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა კვირის მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია.
ამასთან, შემცირებულია ახალი შემთხვევების რაოდენობა – გამოვლინდა 12 787 შემთხვევა. 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 17.41%-ია. წინა კვირაში ქვეყანაში კოვიდინფექცია 13 737 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი. 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 17.91%-ს შეადგენდა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში 12 ათასამდე აქტიური შემთხვევაა.