მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „ტარიფები არაადეკვატურია“ – ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელი ახალი კოვიდ-ტარიფების შესახებ 

„ტარიფები არაადეკვატურია“ – ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელი ახალი კოვიდ-ტარიფების შესახებ 

სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული კოვიდ-ტარიფები არაადეკვატურია. ამის შესახებ jandacva.ge-ს “ჯანდაცვის ასოციაციის” საბჭოს თავმჯდომარემ მაია მახარაშვილმა სახელმწიფოს მიერ დადგენილი, კოვიდის მართვის ახალი ტარიფების შესახებ კომენტარისას განუცხადა.

კერძოდ, მთავრობის დადგენილების თანახმად, გადაუდებელ ამბულატორიაში (24-საათიანი დაყოვნებით) მოხვედრის შემთხვევაში კოვიდ-პაციენტზე 150 ლარია განსაზღვრული. როგოც მაია მახარაშვილი განმარტავს, გადაუდებელი ამბულატორია გულისხმობს პაციენტზე დაკვირვებას, პირველადი ანალიზების ჩატარებას და კონსულტაციას, რის შემდეგაც პაციენტს ბინაზე უშვებენ. ამ მომსახურებიოს ხარჯები კი შესაძლოა 150 ლარამდე არც ავიდეს. რაც შეეხება ჰოსპიტალურ მკურნალობას, თერაპიული განყოფილების შემთხვევაში ახალი დადგენილებით ერთი კოვიდ-პაციენტისთვის 950 ლარია განკუთვნილი, რეანიმაციულში კი 4500 ლარი. ესაა ჯამური თანხა და ის დღეების მიხედვით განსაზღვრული არ არის, რაც, ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენლის განცხადებით, არასწორია.

„სხვა დაავადებებისგან განსხვავებით, როდესაც რეანიმაციაში ყოფნის თანხა დღიური ტარიფით ანაზღაურდება, კოვიდის შემთხვევაში დღიური ტარიფი განსაზღვრული არ არის, არადა დელტა-შტამის გავრცელების პერიოდში ყოფილა შემთხვევები, რომ ერთი პაციენტის მკურნალობა 50 ათასი ლარიც კი დამჯდარა.  საშუალოდ, პაციენტის მკურნალობისთვის 4-5 დღეა საჭირო, თუმცა რაც შეეხება რეანიმაციას, მძიმე პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში 3 კვირა და ორი თვეც კი დარჩენილან. ახლა რადგან ომიკრონზეა საუბარი, რომელიც  მსუბუქი მიმდინარეობის ვირუსად მიიჩნევა, თუ პაციენტი მაინც ხვდება რეანიმაციაში, ეს ნიშნავს, რომ მას სხვა გართულებებიც აქვს და ამიტომ შეიძლება რეანიმაციაში დიდხანს დარჩენა დასჭირდეს. დღიური ანაზღაურება ასეთ სიტუაციას ასე თუ ისე „ერევა,“ ფიქსირებული ტარიფი კი არაადეკვატურად მიმაჩნია,“ – აღნიშნა მაია მახარაშვილმა.

მისივე განმარტებით, მთავრობის დადგენილების თანახმად, ომიკრონის გართულების (მაგალითად ინსულტი) მკურნალობის ღირებულების ანაზღაურება აღნიშნული დაავადების კოდების მიხედვით ხდება, კოვიდის ტარიფი კი ასეთ შემთღხვევაში ნახევრდება.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …