კომპანია Pfizer-მა და მისმა გერმანელმა პარტნიორმა კომპანია BioNTech-მა განაცხადეს, რომ იწყებენ COVID-19-ის მოდიფიცირებული ვაქცინის შუალედურ კვლევას. ვაქცინა მიმართულია ომიკრონის შტამის როგორც ორიგინალი, ისე BA.2 ქვევარიანტის წინააღმდეგ. Reuters-ის ინფორმაციით, Pfizer-მა განაცხადა, რომ ვაქცინა წინასწარი კვლევის ეტაპზეა, რათა ბევრი მონაცემი იქნას შეკრებილი.
კვლევის ფარგლებში შეფასდება მოდიფიცირებული ვაქცინის უსაფრთხოება, ორგანიზმის მიერ მისი შეთვისება და იმუნური პასუხი.
მწარმოებლის მიზანია, შექმნას უფრო საიმედო, გრძელვადიანი და ფართო იმუნური რეაქციების მქონე ვაქცინა SARS-CoV. 2-ის წინააღმდეგ.
ბოლო კვირის მონაცემებით, აშშ-ში ომიკრონის ქვეშტამები BA.4 და BA.5 ამ ეტაპზე კოვიდ 19-ის მოცირკულირე ვარიანტების 95%-ს შეადგენს.
ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების სანიტარული ზედამხედველობის სამმართველომ ვაქცინების მწარმოებლებს მოუწოდა, ორიენტირი BA.4 და BA.5 ქვევარიანტებზე აიღონ,
შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველა ქვეყნის მთავრობებს პირბადეების რეჟიმის დაბრუნებისკენ მოუწოდა.
პანდემია ჯერ დასრულებული არ არის, „ომიკრონის“ ახალი ქვევარიანტები კი განაგრძობენ დაავადებების ახალი ტალღების გამოწვევას. ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევები მსოფლიოში ისევ ფიქრისდება.