თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგოამრეობა საშუალოზე ოდნავ მძიმეა, თუმცა მკურნალობას ექვემდებარება. ამის შესახებ jandacva.ge-ს კლინიკიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძეს აღენიშნება ტემპერატურა და ხველა. მას უკეთდება „რემდესივირის“ გადასხმები, იღებს სიცხის დამწევ პრეპარატებს, ასევე იღებს D და C ვიტამინსა და ცინკს.
თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს ანა თოფურიას კორონავირუსი არც სწრაფი და არც პისიარ-ტესტირებით არ დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელს კორონავირუსი გუშინ, სწრაფი ტესტით დაუდასტურდა. მან კორონავირუსი 2020 წლის ნოემბერშიც გადაიტანა.