ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსი 10253 ადამიანს დაუდასტურდა. გასულ კვირაში ეს მაჩვენებელი 7812 იყო. დადებითობის მაჩვენებელი 13.81%-ია, წინა კვირაში კი ეს მონაცემი 10.84%-ს შეადგენდა.
ერთ კვირაში გარდაიცვალა 5 ადამიანი.
მიუხედავად ვირუსის სწრაფი გავრცელებისა, რეპროდუქციული ინდექსი მაღალი არ არის და 1.36-ს შეადგენს.