მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ვახტანგ კალოიანის განცხადებით, ჯანდაცვის ასოციაცია ტარიფების ზრდაზეა ორიენტირებული და არა – სისტემურ ცვლილებებზე

ვახტანგ კალოიანის განცხადებით, ჯანდაცვის ასოციაცია ტარიფების ზრდაზეა ორიენტირებული და არა – სისტემურ ცვლილებებზე

ჯანდაცვის სისტემაში ახლა მხოლოდ მხოლოდ ორ მოთამაშეს  ვხედავთ და ამასთან, ისინი პრობლემების სისტემური გადაწყვეტისთვის არ იბძრვიან. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, რეანიმატოლოგმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა. მისი თქმით, ესაა ერთგვარი პრეტენზია მათ შორის ჰოსპიტლების ასოციაციის (იგულისხმება ჯანდაცვის ასოაციაცია) მიმართ, რომელიც აქცენტირებულია ტარიფების ზრდაზე და არა პრობლემის სისტემურ მოგვარებაზე. კალოიანის განაცხადებით, იგივე ითქმის ჯანდაცვის სამინისტროზეც.

თავად კალოიანი, სისტემურ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ დიარჯი არაა „ჯადოსნური ჯოხი“ და ის ვერ მოაგვარებს ჯანდაცვის სექტორში არსებულ ყველა პრობლემას. ამასთან, ვახტანგ კალოიანი იმ თანხმლებ რისკებზე საუბრობს, რაც, უცხოეთის პრაქტიკის გათვალისწინებით, ამ სისტემას ახლავს. მაგალითად, ესაა კლინიკიდან სწრაფი გაწერა, რაც შესაძლოა არ შეესაბამებოდეს პაციენტის ინტერესს.

„დიარჯის აქვს რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი – შეგვიძლია ჯანდაცვის ხარჯების პროგნოზირება, ასევე არის ტრანსპარენტულობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მესამე – ჰოსპიტლებს არ უჩნდებათ ინტერესი, რომ პაციენტი დიდხანს გააჩერონ კლინიკაში, თუმცა ამის საპირწონედ არის გარკვეული ნეგატიური ეფექტები. მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მიიღეს ერთის მხრივ პაციენტის სწრაფი გაწერა, რაც ხშირად არ არის პაციენტის ინტერესში. ასევე ჰოსპიტალიზაციის ზრდა,“- განაცხადა კალოიანმა.

მისი თქმით, „დიარჯის“ ერთერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი ჰქონდა ესტონეთს და ლატვიას, სადაც „ნორდიკ-დიარჯის“ პროგრამა დანერგეს. ამასთან, ექსპერტის თქმით, საქართველოს შემთხვევაში უცნობია ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორიცაა ის, თუ როგორ დაითვლება საბაზისო „რეითი“, როგორი იქნება ფარდობითი ფასი. „თუ იმ პრინციპით წავედით, როგორც საყოველთაო ჯანდაცვამ დაიანგარიშა 2013 წელს, დღევანდელთან შედარებით ცოტა უარეს შედეგებს მივიღებთ ყველა მოთამაშისთვის,“- განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

 

მისი თქმით, ვიცით მხოლოდ ის, რომ დიარჯის საპილოტე რეჟიმი ამოქმედებულია რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თუმცა სამედიცინო საზოგადოებისთვის უცნობია, რა სახის სქემის ამოქმედებაზეა საუბარი.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …