მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ექიმების ნაწილი კოვიდ-პაციენტებს „პაქსლოვიდის“ შესახებ ინფორმაციას არ აწვდის – კულუმბეგოვის განცხადება

ექიმების ნაწილი კოვიდ-პაციენტებს „პაქსლოვიდის“ შესახებ ინფორმაციას არ აწვდის – კულუმბეგოვის განცხადება

ექიმების ნაწილი კოვიდ-პაციენტებსპაქსლოვიდის“ შესახებ ინფორმაციას არ აწვდის – კულუმბეგოვის განაცხადება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსით ინფიცირებულ, რისკჯგუფში შემავალ პაციენტებს მოუწოდებს, მკურნალ ექიმებს შეახსენონ „პაქსლოვიდის“ დანიშვნის შესახებ. „შეგიძლიათ ექიმს დელიკატურად მიანიშნოთ. ამაში ცუდი არაფერია,“ – აღნიშნა იმუნოლოგმა.

როგორც კულუმბეგოვმა განაცხადა, კოვიდის შემთხვევებმა იმატა და მათ შორის ბევრია დამძიმების რისკის მქონე ადამიანების შემთხცვევებიც. ამ პირობებში კი, როგორც იმუნოლოგი ამბობს, ბევრი ადამიანი არ არის ინფორმირებული „პაქსლოვიდის“ შესახებ. მედიკოსის თქმით, მას თავად მოუწია ამ მედიკამენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ათეული ადამიანისთვის, რომლებსაც ეს წამალი ესაჭიროებოდათ, მაგრამ არც თავად იცოდნენ მის შესახებ და, სამწუხაროდ, არც ექიმმა მიაწოდა ინფორმაცია.

„გვინდა, ცნობადობა იყოს მაღალი, რომ პრეპარატი არსებობს, სახელმწიფომ ძალიან დიდი რესურსის მობილიზება გააკეთა ამისთვის და ეს არ არის ასე მარტივად მოსაპოვებელი. ბევრი ქვეყანა დღესაც კი „პაქსლოვიდის“ რიგშია,  ამიტომ ეს უნიკალური შესაძლებლობა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ,“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი განმარტებით, ესაა ისეთივე მოქმედების პრეპარატი, როგორიც გრიპის დროს „ტამიფლუა“,

კლინიკური გამოვლენის ადრეულ ეტაპზე მას მაქსიმალური თერაპიული ეფექტი აქვს. არის ტაბლეტირებული ფორმის და კლინიკური უპირატესობით „მოლნუპირავირს“ აჯობა.

ამასთან, როგორც კულუმბეგოვი განმარტავს, ჰოსპიტალისებული პაციენტებისთვის ქვეყანას აქვს „რემდესივირი“ და სხვა მედიკამენტები – ანუ არსებობს ძალიან კარგი არსენალი კოვიდპაციენტების მკურნალობისთვის. როგორც მედიკოსი ამბობს, ვირუსის ვირულენტობის შემცირებასთან ერად, სწორედ ეს ფაქტორიც განაპირობებს ლეტალობის შემცირებას.

ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, ყველა ექიმი, ვინც ჩართულია პრეპარატის გამოწერის სქემაში, არის დატრენინგებული და იცის მედიკამენტის დანიშვნის წესები და პირობები, თუმცა ექიმი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ წამლის გარკვეულ პრეპარატებთან კომბინაციაში დანიშვნა შესაძლოა რისკის მატარებელი იყოს. არსებობს სპეციალური კალკულატორი და სქემა, რომელიც განსაზღვრავს, რომ მაგალითად თუ პაციენტი ანტიარითმიულ ან ეპილეფსიის პრეპარატს იღებს, შესაძლოა, ბაზისური წამლის დაყოვნება მოხდეს 5 დღით და “პაქსლოვიდით” მკურნალობის ჩამთავრების შემდეგ, ორ დღეში, მკურნალობის ჩვეული სქემა აღდგეს.

ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ პრეპარატი უფასოა, არ იყიდება აფთიაქში, ამიტომ ის ექიმმა უნდა დანიშნოს, თუმცა მისი გამოწერა მხოლოდ 12 წელზე უფროსი ასაკის, გარკვეული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, ასევე 65 წლის ზემოთ ნებისმიერი ადამიანისთვისაა დაშვებული.

ფაიზერის“ წარმოებული, COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი “პაქსლოვიდის” პირველი პარტია საქართველოში მიმდინარე წლის მარტში ჩამოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტი ვირუსის გამრავლების უნარის შეზღუდვას ახდენს. „პაქსლოვიდი“- ს ინფიცირების დადასტურებისთანავე გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90%-მდე იცავს დაავადების გართულებისგან.
პაქსლოვიდით“ მკურნალობა ვირუსის დადასტურების ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს, მას პაციენტი რეცეპტის გამოწერის შემდეგ, ბინაზე იღებს.


იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …