მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ერთ კვირაში ქვეყანაში კორონავირუსი 5 154 ადამიანს დაუდასტურდა – სტატისტიკა გაორმაგდა

ერთ კვირაში ქვეყანაში კორონავირუსი 5 154 ადამიანს დაუდასტურდა – სტატისტიკა გაორმაგდა

გასული ერთი კვირის (03.07.2022-10.07.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 3 310 შემთხვევა გამოვლინდა თბილისში. ქვეყანაში 2 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 63 659 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია  8.10%.

წინა კვირის (27.06.2022-03.07.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 103 პირი, გარდაიცვალა სამი პაციენტი.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …