მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „ცუნამი“ – ივანე ჩხაიძე ოქტომბერში კორონავირუსის გავრცელების პიკს პროგნოზირებს

„ცუნამი“ – ივანე ჩხაიძე ოქტომბერში კორონავირუსის გავრცელების პიკს პროგნოზირებს

თუ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მომდევნო კვირებშიც გაგრძელდება, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს საკითხი, რომ კოვიდსტატისტიკა არა ყოველკვირეულად, არამედ ისევ ყოველდღიურად გამოქვეყნდეს. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდინფიცირების ყოველკვირეული სტატისტიკა – 2500 შემთხვევა ციფრებში არაა დიდი, თუმცა ზრდის ტენდენცია საგანგაშოა, რადგან ორ კვირაში შემთხვევების რაოდენობა 5-ჯერაა მომატებული.

რაც შეეხება პიკს, მას ივანე ჩხაიძე ოქტომბრიდან პორგნოზირებს და მის მოსალოდნელ მასშტაბს ახასიათებს როგორც „ცუნამს“.

ჩხაიძე ამბობს, რომ რეინფიცირებისა და გავრცელების სისწრაფის თვალსაზრისით ომიკრონი არის სრულიად უნიკალური შტამი სხვა მუტაციებს შორის, ქვევარიანტებიდან კი „ბი ეი 5“ კიდევ უფრო განსაკუთრებულია.

კერძოდ, მისი რეპროდუქციის ინდექსი 10-დან 12-მდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი დაავადებული 10-12 ადამიანს აინფიცირებს. ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ახლა ქვეყანაში დომინანტი შტამები ბი ეი-4 და ბი ეი-5-ია.

ამასთან, მისი თქმით, არ მომატებულა გარდაცვალების მაჩვენებელი.

რაც შეეხება რეგულაციების შესაძლო დაბრუნებას, მედიკოსი აცხადებს, რომ ახლანდელი სტატისტიკის პირობებში დახურულ სივრცეებში პირბადეების სავალდებულო გამოყენებაზე მსჯელობა ნაადრევია, თუმცა თუ ზრდა მომდევნო კვირებშიც გაგრძელდა, საკოორდინაციო საბჭოს შესაძლოა ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწიოს. თუმცა, ივანე ჩხაიძის თქმით, ვიდრე ამ რეგულაციას მთავრობა დააბრუნებს, ექიმების რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა დახურულ სივრცეებში პირბადე ახლაც ატარონ.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …