მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » პირველ საუნივერსიტეტი კლინიკაში კოვიდ-ინფიცირებული ორსულების მიმართვიანობა გაიზარდა  

პირველ საუნივერსიტეტი კლინიკაში კოვიდ-ინფიცირებული ორსულების მიმართვიანობა გაიზარდა  

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა უკვე აისახა ჰოსპიტალურ სექტორზე. როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა პირველ არხთან საუბარში განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მათთან კოვიდპაციენტების მიმართვიანობა გაიზარდა, რის გამოც იძულებულნი გახდნენ, კოვიდისთვის გამოყოფილი 15 საწოლი ბოლო 2 კვირაში 32-მდე გაეზარდათ. მისი ინფორმაციით, 32 კოვიდპაციენტიდან 6 რეანიმაციაშია. ჰოსპიტალიზებულებს შორის ჭარბობს საშუალო და მძიმე პაციენტები.

რატიანის თქმით, მომატებულია ორსულთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. ასევე გაზრდილია 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების მიმართვიანობა.

რაც შეეხება დაავადების მიმდინარეობას, ლევან რატიანის თქმით, არის ზოგადი ინტოქსიკაციური მოვლენები, პნევმონია, თუმცა წინა შტამისგან განსხვავებით  ამ ეტაპზე მოცირკულირე შტამი ნეიროტოქსიური თვისებით გამოირჩევა. კერძოდ ინფიცირებულებს ახასიათებთ მეტ-ნაკლებად მსუბუქი ენცეფალოპათია და მდგრადობის დარღვევა, რაც წინა პერიოდში ასე მკაფიო არ იყო.

ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას, ვალდებულების მოხსნის მიუხედავად,  დახურულ სივრცეებში პირბადე ატარონ, ასევე მოეროდონ ხალხმრავალ შეკრებებს და გაიკეთონ ვაქცინის ბუსტერ-დოზა.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …