მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ინფიცირებული აბიტურიენტები კოვიდის დადასტურებიდან 7 დღის განმავლობაში გამოცდებზე ვარ გავლენ

ინფიცირებული აბიტურიენტები კოვიდის დადასტურებიდან 7 დღის განმავლობაში გამოცდებზე ვარ გავლენ

აბიტურიენტი ან სხვა ნებისმიერი პირი,რომელიც მასწავლებლის გამოცდებსა და საგრანტო კონკურსზე გადის, თუ მას აქვს დადასტურებული კოვიდ-ინფექცია, დადასტურებიდან 7 დღის განმავლობაში გამოცდაზე არ უნდა გავიდეს.

ამას „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს.

მთავრობის დადგენილებაში ნათქვამია, რომ ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო/საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პირი, რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19-ის ინფექცია, უფლებამოსილი არ არის, გამოცდაზე გავიდეს დიაგნოზის დადასტურებიდან 7-დღიანი ვადის გასვლამდე.

ამასთან, ასეთი მოქალაქეებისთვის დამატებითი გამოცდების ჩატარების მიზნით გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ელექტრონულად,  დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიაწოდოს იმ გამოსაცდელების თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამოცდის თარიღი და დრო), რომლებიც არ გამოცხადდნენ შესაბამის გამოცდაზე.  ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მეშვეობით. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოსაცდელისათვის COVID-19-ის ინფექციის დადასტურების შესახებ მიღებული ინფორმაცია სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გამოცდები მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს დაიწყო.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …