მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „4 კვირის გატარება საშუალო სიმაღლის მთის კურორტზე“ – ექიმის რჩევები კოვიდგადატანილებს

„4 კვირის გატარება საშუალო სიმაღლის მთის კურორტზე“ – ექიმის რჩევები კოვიდგადატანილებს

კოვიდის მძიმე და საშუალო სიმძიმით  გადატანის შემდეგ სასუნთქი გზების პრობლემები ისევ აქტუალურია.

ექიმები აცხადებენ, რომ კოვიდგადატანილი ადამიანების მიმართვიანობა მაღალი რჩება.  მიზეზი, ისაა, რომ კოვიდი ფილტვების დიდ უბნებს აზიანებს  და ტოვებს ფიბროზს (ესაა ფილტვის ქსოვილის გადაგვარება მძიმე ანთებითი პროცესის შემდეგ, როცა ქსოვილი კარგავს თავის ფუნქციას). შედეგად რჩება სუნთქვის უკმარისობა, გახანგრძლივებული ხველა, ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს ქრონიკულ დაღლილობას, უძილობას, გაღიზიანებას და ზოგადად, სიცოცხლის ხარისხის დაქვეითებას.

როგორც ექიმი-პულმონოლოგი ირინა სვიანაძე აცხადებს, მედიკამენტოზური თერაპიის გარდა ასეთ დროს მნიშვნელოვანია კლიმატოთერაპია, კერძოდ,  რეკომენდებულია 4 კვირის გატარება საშუალო სიმაღლის მთის კურორტებზე, იდეალური კი არის აბასთუმნის კლიმატური გარემო. გარდა კლიმატის შეცვლისა, ექიმი  ასეთ პაციენტებს ზომიერი ფიზიკური აქტივობის რეკომენდაციას აძლევს – ესაა მსუბუქი ვარჯიში, რომელიც ყოველდღიურად  უფრო ინტენსიური უნდა გახდეს. ასევე რეკომენდებულია სუნთქვითი ვარჯიშები.

ამასთან, სვიანაძის თქმით, კურორტოთერაპია არაა  რეკომენდებული შემდეგ შემთხვევებში: როცა არის ნებისმიერი დაავადების მწვავე მიმდინარეობა, ადამიანს აქვს გადამდები ინფექციური დაავადებები, სიმსივნური დაავადების ბოლო სტადია. პულმონოლოგის რჩევაა ასევე, თავი შეიკავონ საცხოვრებელი ადგილის დატოვებისგან და კურორტზე გამგზავრებისგან ორსულებმა ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრში.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …