მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » 4 დოზა ვაქცინა რისკჯგუფებისთვის – ინფექციონისტის რეკომენდაცია გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე

4 დოზა ვაქცინა რისკჯგუფებისთვის – ინფექციონისტის რეკომენდაცია გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესდება, შესაძლოა, დღის წესრიგში ისევ დადგეს კოვიდრეგულაციების შემოღება. ამისთვის კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს უნდა დაველოდოთ. ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპაში ეპიდსიტუაცია მეტნაკლებად გაუარესდა, რაც ძირითადად ომიკრონის „ბი ეი 5“-ის შტამს უკავშირდება. ამიტომ ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ. ინფექციონისტი ამბობს, რომ თეორიულად მოსალოდნელია, რომ თუ რეგიონში ახალი შტამი ფართოდ გავრცელდება, მისი გავრცელება საქართელოშიც მასშტაბური იყოს და ეპიდსიტუაციის გართულება გამოიწვიოს. ამიტომ უნდა მივიღოთ პრევენციული ღონისძიებები, პირველ რიგში – ვაქცინაციის სახით ასაკოვან და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში. გოგინავა ყველაზე დიდ საფრთხეს ზღვის სეზონის მოახლოებაში ხედავს, როცა  ვერ ხერხდება უსაფრთხოების ზომების დაცვა. ამიტომ ურჩევს მოქალაქეებს  – თუ გამოუვლინდებათ ხველა, სიცხე და სხვა რესპირაციული სიმპტომები, თავი აარიდონ ხალმხმრავალ ადგილებს და ტესტირება ჩაიტარონ.

ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, კორონავირუსის გააქტიურება მის პრაქტიკაშიც აისახა და და კოვიდდადასტურებლი პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, რაც, მისი თქმით, საყურადღებოა და მეტ დაკვირევებას და გაანალიზებას საჭიროებს.

რაც შეეხება ახალი ქვეშტამის სიმპტომებს, ინფექციონისტი ამბობს, რომ მისთვის დამახასიათებელია ადვილად გავრცელება, თუმცა მსუბუქი მიმდინარეობა – „ბი ეი 5“ აზიანებს ზემო სასუნთქ გზებს, მაგრამ შესაძლოა, რისკჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის გართულების და ჰოსპიტალიზაციის მიზეზი გახდეს.

გოგინავას რეკომენდაციაა რისკჯგუფების, მათ შორის საექიმო პერსონალის სრული ვაქცინაცია, რაც 4 დოზას გულისხმობს.


იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …